Posts

Showing posts from July, 2018

ტრენინგის რეფლექსია

Image
                                                                         პროექტებით სწავლება ისტ-ის გამოყენებით        პროექტებით სწავლება  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  გამოყენებით დავიწყეთ 28 ივნიის-16 ივლისის ჩათვლით. მოდული 9 დღიანია. თითოეული მოდული 4 საათი.კურსის მანძილზე გავიარეთ შემდეგი საკითხები:პროექტებით სწავლება,სასწავლო პროექტის  დაგეგმვა,სასწავლო ნიმუშების შექმნა,მოსწავლეთა პროექტების შეფასება,სასწავლო  პროექტების პორტფოლიოს ჩვენება.შევქმენით ინდივიდუალური საქაღალდე   ,პროექტის გეგმა, საპრეზენტაციო ნიმუშები,ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა,დისკზე მასალის ატვირთვა და გამოქვეყნება.
<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vRgvyHF9LYDkEJnBIxvrM1Y0cQl5EOrYymvIc8d2wPR0LWNSS3RNf3tW_oX4vXiW6ONagUGZ_MGkpCY/embed?start=false&loop=false&delayms=3000" frameborder="0" width="480" height="389" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="true"></iframe>
<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vQnWsTTp6bVGq_xnzCD1f5k9ZPBPI_irTWTGO9MR9QTykhHUUJ-_yKNsHlYEclecfo0ipAZW51P9Sp6/embed?start=false&loop=false&delayms=3000" frameborder="0" width="480" height="389" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="tru<iframe src="https://docs.google.com/presentation/d/e/2PACX-1vQnWsTTp6bVGq_xnzCD1f5k9ZPBPI_irTWTGO9MR9QTykhHUUJ-_yKNsHlYEclecfo0ipAZW51P9Sp6/embed?start=false&loop=false&delayms=3000" frameborder="0" width="480" height="389" allowfullscreen="true" mozallowfullscreen="true" webkitallowfullscreen="true"></iframe>e"></iframe>

მერვე დღე

                                                 რეფლექსია     დღეს მოვახდინეთ წინა დღის განვლილი მასალის უკუკავშირი,განვიხილეთ 6-7 მოდული,დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის და ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.განვიხილეთ და ვიმსჯელეთ რა მინიშვნელობა,რა უპირატესობები აქვს დიფერენცირებულ სწავლებას,განვიხილეთ აქტივობების დაჯგუფება,აქვე შევქმენით ჩვენი ნიმუში და დავაჯგუფეთ.

მეშვიდე დღის რეფლექსია

                                                                                                       რეფლექსია  დღეს განვიხილეთ მასწავლებელთა პროექტის სამოქმედო გეგმა,მასწავლებლის და მოსწავლის პრეზენტაციები,მოვახდინეთ უკუკავშირი და მივეცით მასწავლებლებს რეკომენდაციები,გამოიკვეთა შეცდომები და  ვიმსჯელეთ  რა უნდა გავაუმჯობესოთ ,რომ სამოქმედო გეგმამ მიიღოს საბოლოო სახე. შემდეგ  გადავედით ახალ საკითხზე და განვიხილეთ მოდული 5- მოსწავლეთა პროექტების შეფასება,ვიმსჯელეთ შეფასების მნიშვნელობაზე,რა მნიშვნელობა აქვს სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა მრავალფეროვან შეფასებებს,შემდეგ გადავხედეთ tpdc.-ს გვერდზე არსებულ შეფასების კრიტერიუმებს,დამოუკიდებლად გავაკეთეთ ჩვენი პროექტის შეფასების რუბრიკა ,ავტვირთეთ ჩვენს საქაღალდეში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.ტრენინგის დასასრულს ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება.

რეფლექსია

                                          რეფლექსია დღეს განვიხილეთ მეოთხე მოდული,სასწავლო ნიმუშების შექმნა,ვიმსჯელეთ თუ როგორ გამოვიყონოთ ინტერნეტი ჩვენს სამუშაო თემაში,როგორ   უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის   უსაფრთხოდ გამოყენება.ასევე შევქმენით მოსწავლის და მასწავლებლის საპრეზენტაციო პროგრამა.შევაფასეთ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები.მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშების შეფასება.გვქონდა მუშაობის პროცესში ტექნიკური ხარვეზიც,სკოლის ინტერნეტი იყო გათიშული,ტრენერმა გაგვიზიარა ტელეფონის ინტერნეტი და შესაბამისად მოვახდინეთ ჩვენი ნაშრომების ატვირთვა ჩვენს ბლოგზე.  

მეხუთე დღე

                                             რეფლექსია         დღეს   განვიხილეთ გეგმები,მოვახდინეთ უკუკავშირი,შემდეგ გავიარეთ 3 მოდული,განვიხილეთ კავშირები,საავტორო უფლებების გამოყენების წესები,შევქმენით ბიბლიოგრაფია,ვიმუშავეთ  პრაქტიკულად თუ როგორ უნდა მოახდინოთ ბიბლიოგრაფიის შექმნა,ლინკების გადმოწერა და ა.შ.

მეოთხე დღე

                                                  მეოთხე დღის რეფლექსია         დღეს მოვახდინეთ წინა დღის განვლილი მასალის რეფლექსია,განვიხილეთ საშინაო დავალების რამდენიმე ნიმუში ,მოვახდინეთ უკუკავშირი.შემდეგ ტრენერი გადავიდა ახალ მასალაზე   და მინი-ლექციის მეთოდით მოგვაწოდა ინფორმაცია შეფასების სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენების შესახებ.გვესაუბრა შეფასებების მნიშვნელობაზე სასწავლო პროექტების დაგეგმვისას,განვიხილეთ შეფასების მრავალფეროვანი სტრატეგიები,ონლაინ რეჟიმში შევქმენით შეფასების ინსტრუმენტები და ავტვირთეთ შეფასების საქაღალდეში.დღის ბოლომდე ვიმუშავეთ აქტიურად და შევქმენით  საინტერესო რესურსები.

მესამე დღე

                                                                   მესამე დღის რეფლექსია  დღეს განვიხილეთ  თუ როგორ დავგეგმოთ  სასწავლო პროექტი,განვსაზღვრეთ სასწავლო მიზნები  და  შედეგები,აგრეთვე ვიმუშავეთ საგნობრივ სტანდარტზე და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე,რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და უნარ-ჩვევების განვითარებას. ტრენერმა თეორიულ მასალაზე დაყრდნობით  აგვიხსნა სამოქმედო გეგმის მნიშვნელობა და გეგმის ნახევარი შევავსეთ ადგილზე.