მესამე დღე
მესამე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ თუ როგორ დავგეგმოთ სასწავლო პროექტი,განვსაზღვრეთ სასწავლო მიზნები და შედეგები,აგრეთვე ვიმუშავეთ საგნობრივ სტანდარტზე და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე,რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და უნარ-ჩვევების განვითარებას. ტრენერმა თეორიულ მასალაზე დაყრდნობით აგვიხსნა სამოქმედო გეგმის მნიშვნელობა და გეგმის ნახევარი შევავსეთ ადგილზე.
Comments
Post a Comment